დასუფთავების თანამშრომელი/დიასახლისი • HK Room Attendant
19-08-2026 - 19-09-2026
ლოკაცია: დავით აღმაშენებლის გამზირი 75
სამუშაო განაკვეთი: სრული

სასტუმრო New Tiflis აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის/დიასახლისის (HK Room Attendant) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (5 სამუშაო, 2 უქმე დღე)
ანაზღაურება: 1200 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: info@new-tiflis.ge   
____________________________________________________________

ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ოთახების დალაგება-დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად
- ქიმიკატების და სადეზინფექციო ხსნარების სტანდარტის და პროცედურების შესაბამისად გამოყენება
- ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა
- ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა
- გეგმიური დავალებების შესრულება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
- მენეჯერის მითითებების შესრულება

საჭირო უნარები:
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარი
- დეტალებზე ყურადღება


კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
- კვებით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass
- შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
- საბონუსე სისტემა
- სამოტივაციო აქტივობები

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@new-tiflis.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას! 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო KMM-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!