AI თანხმობა - ნიუ

ინფორმირება მონაცემების ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმით დამუშავებაზე

ინფორმირებული ვარ, რომ ჩემი დასაქმების მიზნით, ჩემ მიერ შპს „ნიუ ტიფლისის“ აპლიკაციაში ან/და გაგზავნილ რეზიუმეში ასახული ინფორმაცია დამუშავდეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით. რაც გულისხმობს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, რეზიუმედან შესაბამისი ინფორმაციის ამოღებას ან/და ვაკანტური პოზიციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენას. აღნიშნული აუცილებელია ჩემსა და შპს „ნიუ ტიფლისს“ შორის ხელშეკრულების დასადებად, ჩემი განცხადების განსახილველად ან/და შპს „ნიუ ტიფლისის“ მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე. ამასთან, ინფორმირებული ვარ რომ:

ა) გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ნაწილობრივ ავტომატიზირებული ფორმის გამოყენებით – შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილია შპს „ნიუ ტიფლისის“ მხრიდან ადამიანური რესურსის ჩართულობა;

ბ) AI ფუნქციონალის გამოყენების პროცესში, ჩემი მონაცემების გადაეცემა ხორციელდება ამაზონის ღრუბლოვან სერვერზე (AWS) გერმანიაში, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები;

გ) ნებისმიერ დროს შემიძლია მოვითხოვო ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალის გამოყენებით ჩემი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. ამ შემთხვევაში, შპს „ნიუ ტიფლისის“ მიერ შეწყდება ჩემი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი.