სასტუმრო New Tiflis აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის/დიასახლისის (HK Room Attendant) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (5 სამუშაო, 2 უქმე დღე)
ანაზღაურება: 1200 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: info@new-tiflis.ge
____________________________________________________________
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ოთახების დალაგება-დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად
- ქიმიკატების და სადეზინფექციო ხსნარების სტანდარტის და პროცედურების შესაბამისად გამოყენება
- ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა
- ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა
- გეგმიური დავალებების შესრულება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
- მენეჯერის მითითებების შესრულება
საჭირო უნარები:
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარი
- დეტალებზე ყურადღება
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
- კვებით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass
- შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
- საბონუსე სისტემა
- სამოტივაციო აქტივობები
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@new-tiflis.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო KMM-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით.